ლუის სუარესმა „ბარსელონას“ გამპერის თასი მოაგებინა (ვიდეო)
ლუის სუარესმა „ბარსელონას“ გამპერის თასი მოაგებინა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ 42-ედ მოიპოვა ჟოან გამპერის თასი. წელს, კატალონელებმა ეს პრიზი ლონდონის „არსენალთან“ მატჩში გაითამაშეს.

პირველი ტაიმი ლონდონურმა კლუბმა მოიგო – 36-ე წუთზე მესუთ იოზილის გადაცემით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.

„ბარსელონამ“ 69-ე წუთზე გაათანაბრა ეინსლი მეიტლანდ-ნაილსის კურიოზული ავტოგოლით. მოგება მასპინძელ გუნდს 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლუის სუარესმა მოუტანა.

ბოლოს „ბარსელონამ“ გამპერის თასის მოგება 2012 წელს ვერ შეძლო. მაშინ კატალონელებმა ანგარიშით 0:1 წააგეს „სამპდორიასთან“.

ბარსელონა-არსენალი 2:1

გოლები: 0:1 ობამეიანგი (36), 1:1 მეიტლანდი-ნაილსი (69-საკ. კარი), 2:1 სუარესი (90)

ბარსელონა: ნეტო (46. ტერ შტეგენი), პიკე (46. ტიბოდო), უმტიტი (46. ლანგლე), ჟორდი ალბა (63. მირანდა), ნელსონ სემედუ (63. ვაგე), დე იონგი (46. ალენია), რაკიტიჩი (46. სერხი რობერტო), პუჩი (46. ბუსკეტსი), პერესი (46. რაფინია), დემბელე (63. სუარესი), გრიზმანი (79. კოლიადო).

არსენალი: ლენო, ჩემბერსი, ნაჩო მონრეალი (46. კოლაშინაცი), პაპასტატოპულოსი (87. მუსტაფი), მეიტლანდ-ნაილსი, მხითარიანი (71. საკა), უილოკი (72. სებალიოსი), იოზილი (73. მარტინელი), ჯაკა (86. ტორეირა), ნელსონი (46. გენდუზი), ობამეიანგი (86. ნკეტია).