„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანულ საჯინიბოსთან, – იტყობინება გუნდის ოფიციალური „ტვიტერი“.
„დაუჯერებელია, რომ ერთ გუნდში გამოვდივარ უკვე ცხრა წელია. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ორი წლით გავახანგრძლივებთ თანამშრომლობას. ერთად უკვე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ არსებობს მიზნები. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ „მერსედესი“ მეხმარებოდა ჩვენს სპორტში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მიღწევაში. მადლობელი ვარ ნდობისთვის. ახალ ეპოქაში შევდივართ, რომელიც საინტერესო და კონკურენტუნარიანი იქნება. მოუთმენლად ველოდები იმის ხოლვას, რას შევძლებთ ერთად მომავალ წელს“, – განაცხადა ჰემილტონმა.
36 წლის ბრიტანელი ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია. ის „სამეფო რბოლებში“ 2007 წლიდან გამოდის.
ამ სეზონში რვა ეტაპის შემდეგ, ჰემილტონი 138 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ მაქს ფერსტაპენს 18 ქულით ჩამორჩება.