ლუის ჰემილტონმა კრისტინა აგილერასთან ერთად იმღერა
ლუის ჰემილტონმა კრისტინა აგილერასთან ერთად იმღერა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ცნობილი ამერიკელი მომღერლის კრისტინა აგილერას სიმღერაში „Pipe“ საკუთარი ვოკალური პარტია შეასრულა. ამ კომპოზიციაში მრბოლელი XNDA-ის ფსევდონიმით გამოვიდა, რათა ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა სწრაფად ამოიცნეს ჰემილტონის ხმა. ცნობილია, რომ „მერსედესის“ პილოტი დიდი ხანია მუსიკით არის გატაცებული, მაგრამ პირველად ჩაწერა სიმღერა საკუთარი ხმით. უფრო ადრე, ლუის ჰემილტონი კანიე უესტთან და ჯეი ზისთან თანამშრომლობდა.

აგილერამ და ჰემილტონმა ფორმულა 1-ის ერთ-ერთი გრანპრის დროს გაიცნეს ერთმანეთი, ბაქოში ბოლო რბოლის დროს კი მომღერალი „მერსედესის“ ბოქსების ოფიციალური სტუმარი იყო.