„მერსედესის“ პილოტმა – ლუის ჰემილტონმა, საკვალიფიკაციო რბოლა კარიერაში 79-ედ მოიგო. ბრიტანელმა სინგაპურში წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა და კვირას, ჩემპიონატის მე-15 ეტაპს – სინგაპურის გრანპრის პირველი პოზიციიდან დაიწყებს.
ჰემილტონმა საუკეთესო წრე წუთსა და 36,015 წამში გაიარა და უახლოეს მდევარს სამი მეათედი წამით აჯობა. მეორეზე გავიდა „რედ ბულის” ჰოლანდიელი პილოტი მაქს ფერსტაპენი. მხოლოდ მესამე სასტარტო პოზიცია ექნება,ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჰემილტონის მთავარ კონკურენტს-„ფერარის“ ლიდერს სებასტიან ფეტელს.
14 ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში ჰემილტონი ფეტელს 30 ქულით უსწრებს.