ფორმულა 1-ში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ილაპარაკა თავის მოლოდინზე 2019 წლის სეზონისთვის, აგრეთვე, საკუთარი აზრი გამოთქვა “რედ ბულის” პერსპექტივებზე.
„რედ ბულს“ შესანიშნავი ბოლიდი ჰყავს. ისინი ძლიერები იყვნენ ამ წლის ბოლოს. მომდევნო წელს მათ ახალი ძრავა ექნებათ. შეძლებს თუ არა მათი ბოლიდი იყოს კონკურენტუნარიანი ჩვენთან? ამის იმედი მაქვს, რადგან განსაკუთრებული მომენტი იქნება, თუ „რედ ბული“ შეძლებს ჩვენს წინააღმდეგ ყოველ უქმეებზე ბრძოლას.
ვინ მიმაჩნია მთავარ კონკურენტებად? ჩემი ვარაუდით, ესენი იქნებიან სებასტიან ფეტელი და ვალტერი ბოტასი“, – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები ფორმულა 1-ის ოფიციალურ გვერდს.