ლონდონში გაიმართა პრესტიჟული პრემიის – Autosport Awards-ის დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც 1982 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და გამარჯვებული ათზე მეტ ნომინაციაში ვლინდება.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეოთხედ, „საუკეთესო საერთაშორისო მრბოლელი“ გახდა ლუის ჰემილტონი. მას ეს ნომინაცია ჯამში ექვსჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა საუკეთესო ბრიტანელი მრბოლელი.
ნომინაციაში „საუკეთესო მანქანა“ უკვე ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა „მერსედესმა“.