ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ფერარის პილოტ სებასტიან ფეტელთან დამოკიდებულებაზე უსაუბრა. მერსედესის პილოტის სიტყვები მოტორსპორტს (Motorsport) მოჰყავს:
„არ ვგრძნობ მენტალურ უპირატესობას სებასტიან ფეტელზე და არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მისი. მიყვარს ტრასაზე ბრძოლა ნებისმიერთან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის. მე ამ მენტალიტეტს მივსდევ.
დღეისთვის ბრძოლა მხოლოდ ჩემსა და სებასტიანს შორის არ მიდის. ამ მომენტისთვის მინიმუმ ოთხნი ვართ. არ უნდა ჩამოვწეროთ რედ ბულიც. მათ კარგად ვერ დაიწყეს, მაგრამ გასულ წელს კარგად ჩაატარეს სეზონის ბოლო ნაწილი. მათგან იგივეს ველოდები ამჯერადაც“.
ჰემილტონი 68 ქულით ლიდერობს საერთო ჩათვლას. ფეტელი 37 ქულით მეოთხეა.