ლუის ჰემილტონი ნიკი ლაუდას ემოციურ სიტყვებს უძღვნის - „მადლობა იმისათვის, რომ ჩემს ცხოვრებაში კაშკაშა სინათლე იყავი“
„ფორმულა 1“-ში მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ლეგენდარული ნიკი ლაუდას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განაცხადა და ავსტრიელს „ჩემს ცხოვრებაში კაშკაშა სინათლე“ უწოდა.
ლაუდა, რომელიც 1975, 1977 და 1984 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 21 მაისს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, მანამდე კი ის „მერსედესში“ არა-აღმასრულებელ თავმჯდომარედ მუშაობდა, სადაც ჰემილტონთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
„ძალიან მომენატრება ჩვენი საუბრები, სიცილი, ჩახუტებები და რბოლების ერთად მოგება“, – დაწერა ჰემილტონმა ტვიტერზე, – „ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აღარ ხარ. ღმერთმა გაანათლოს შენი სული. მადლობა იმისათვის, რომ ჩემს ცხოვრებაში კაშკაშა სინათლე იყავი. შენი ოჯახის გვერდით ვიქნები მუდამ, როცა საჭირო გავხდები“.
კარიერის განმავლობაში, ლაუდამ 171 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 25 მოიგო და პოდიუმზე 54-ჯერ ავიდა.