„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
„მერსედესის“ გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, ბევრ რამეს უნდა მივაღწიოთ. უახლოეს პერიოდში არსად გადასვლას არ ვგეგმავ. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე გუნდში.
საერთო ჯამში, ჩემი გეგმაა – ვიყო „მერსედესთან“ ერთად ცხოვრების ბოლომდე. ეს არც განიხილება. მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, მენეჯერული როლი იქნება, რადგან რბოლების გარდა, მინდა წვლილი შევიტანო გუნდის შიგნიდან განვითარებაში“, – განაცხადა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა.