ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ გვარის შეცვლას აპირებს.
„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის. ძალიან ვამაყობ ჩემი გვარით – ჰემილტონით. თუმცა, თქვენგან არავინ იცის, რომ დედაჩემის გვარია – ლარბალესტიე. ვაპირებ მის ჩართვას ჩემს გვარში.
კარგად არ მესმის, რატომ კარგავს ქალი თავის გვარს დაქორწინების შემდეგ. მინდა, რომ დედაჩემის გვარი ისეთივე ცნობილი გახდეს, როგორც ჰემილტონი. იმედია, ამას მალე გავაკეთებ. არა ამ უქმეებზე, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“, – განაცხადა ჰემილტონმა გამოცემა Racingnews365-სთან კომენტარში.