ლუის ჰემილტონი - ფორმულა 1 მილიარდერთა შვილების კლუბი გახდა #1TVSPORT
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა უკმაყოფილება გამოთქვა ფორმულა 1-ში დღევანდელი სიტუაციის გამო. ბრიტანელ პილოტს არ მოსწონს, რომ მთავარ საავტომობილო სერიაში მონაწილეობენ მდიდარი და გავლენიანი ადამიანების შვილები.
„რთულია იმსჯელო იმაზე, რა დონისაა პილოტთა დღევანდელი თაობა. მე ვებრძოდი როსბერგს და კუბიცას, მანამდე იყო ალონსო, შუმახერის ეპოქა. ყოველთვის არის ვიღაცის ეპოქა. პირადა მე მიმაჩნია, რომ დღეს ფორმულა 1 გახდა მილიარდერთა შვილების კლუბი. დღეს რომ ვიწყებდე მრბოლელის კარიერას, მე, როგორც მუშათა კლასის წარმომადგენელი, ვერ მოვხვდებოდი ფორმულა 1-ში, რადგან სხვებს მეტი ფული აქვთ. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რბოლები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ – მდიდრებისთისაც და უფრო მოკრძალებული წარმოშობის ადამიანებისთვისაც“, – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები გაზეთ AS-ს.
დღევანდელ ფორმულა 1-ში სამი მილიარდერის ვაჟი მონაწილეობს – ნიკიტა მაზეპინი („ჰაასი“), ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) და ნიკოლას ლატიფი („უილიამსი“).