ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულების ვარიანტებს განიხილავდა.
„არასოდეს მითქვამს, რომ პაუზის აღებას ან წასვლას ვგეგმავ. მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. „მერსედესში“ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გუნდისა და ოჯახის ნაწილი ვარ და ყველა ერთი მიზნისთვის მუშაობს.
დიახ, ეს იყო მძიმე პერიოდი ჩემთვის. ეს იყო დრო, როცა ნაბიჯი უნდა გადამედგა უკან და კონცენტრირებული ვყოფილიყავი იმაზე, როგორ მეცხოვრა აწმყოში“, – მოჰყავს ესპანურ გაზეთ „მარკას“ ჰემილტონის სიტყვები.