ლუის ენრიკეს „ნაპოლიში“ პირობა მისცეს, რომ კვარაცხელია და ოსიმენი გუნდში დარჩებიან #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შეჰპირდა ლუის ენრიკეს, რომ ნეაპოლში მუშაობას თუ დათანხმდება, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს სხვაგან არ გაუშვებს, – ინფორმაციას გამოცემა Footmercato ავრცელებს.
„ნაპოლის“ დაპირება ლუის ენრიკეს
„ნაპოლი“ მკაცრად ექცევა თავის ფეხბურთელებს, მაგრამ ლუჩანო სპალეტის, რომელმაც გუნდს დიეგო მარადონას შემდეგ იტალიის ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა, პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ერთი წლით დასვენების ნება დართო.
„ნაპოლის“ მწვრთნელის პირველ შემცვლელად ვინჩენცო იტალიო მიიჩნეოდა, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს „ფიორენტინასთან“ და ძალიან მალე დე ლაურენტისმა ლუის ენრიკესთან დაკავშირება გადაწყვიტა – თავისუფალ, მაგრამ ძვირადღირებულ მწვრთნელთან.
მართლაც, ჩვენი ინფორმაციით, ესპანელი ნეაპოლში მუშაობის საფასურად სეზონში რვა მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ესპანელ სპეციალისტს გარკვეული მოთხოვნები აქვს „ნაპოლის“ შემადგენლობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ლაპარაკია კიმ მინ ჯეს შესაძლო წასვლაზე. ლუის ენრიკემ მის შემცვლელად პაუ ტორესის იჯარით დამატება მოითხოვა. თავის მხრივ, დე ლაურენტისმა დაარწმუნა, რომ ოსიმენი და კვარაცხელია მომავალ სეზონშიც დარჩებიან. „ნაპოლი“ იმედოვნებს, რომ ლუის ენრიკეს საქმეს კვირის ბოლომდე დაასრულებს“, – წერს გამოცემა.