ლუის ენრიკე - საქართველოს ნაკრებთან ესპანეთის მიზანი მხოლოდ სამი ქულაა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან ხვალინდელ მატჩზე ილაპარაკა.
„ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა არის ის მიზანი, რაც ახლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა.
ფეხბურთი არის ინდივიდუალური და კოლექტიური შეცდომების თამაში. შვედი ფეხბურთელების წარმატებული თამაში ჩვენს კართან ნამდვილად აღსანიშნავია. საერთოდ, ბოლო წლებში ფეხბურთში დონე გათანაბრდა და მატჩების მოგება იოლი არავისთან არ არის.
ჩვენ გავაანალიზეთ შვედებთან თამაში და უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არის პოზიტიური მომენტები, ასევე ის, რასაც გამოსწორება სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია კონტრშეტევაზე გადასვლა გავაუმჯობესოთ. აუცილებელია კონცენტრაცია, მხოლოდ ერთი მიზნით – საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ.
ყოველ მატჩში ჩვენ ყველა მაქსიმალურად მეტი გოლის გასატანად გამოვდივართ, რადგან მე მიყვარს შეტევა და რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა. ამიტომ ჩემი გუნდი ყოველთვის რისკზე მიდის, ფეხბურთელები კი საკუთარ თავზე თამაშს ხშირად იღებენ.
მოდით ყურადღება დადებითზე გავამახვილოთ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი განწყობა და მოთამაშეებს ეს ესმით. ჩვენ სახლის თამაშზე გულშემატკივრების მხარდაჭერას ველით“.
ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.