ლუის ენრიკე ერთადერთი იყო პსჟ-დან, ვინც მბაპეს გამოსათხოვარ ვახშამს არ დაესწრო #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე პარიზული კლუბის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც არ გამოცხადდა ფორვარდ კილიან მბაპეს მიერ ორგანიზებულ გამოსათხოვარ ვახშამზე, – ამის შესახებ წერს გაზეთი Le Parisien-ი.
წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა წვეულების მეორე დღეს ვარჯიში დაატოვებინა ორ ფეხბურთელს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სასტარტო შემადგენლობის წევრია. ორივე მოთამაშეს ეტყობოდა წინა დღის ზეიმის კვალი. უფრო ადრე პრესაში ხშირად იწერებოდა სეზონის მსვლელობისას ლუის ენრიკესა და კილიან მბაპეს შორის კონფლიქტის შესახებ.
მბაპე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „პარი სენ-ჟერმენს“ და მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.
ამ სეზონში ფორვარდმა 47 ოფიციალურ მატჩში 44 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.