ლუის ენრიკე - არ გამოვრიცხავ, რომ თბილისშიც საბერძნეთის მსგავსი თამაში გველის #1TVSPORT
ლუის ენრიკე - არ გამოვრიცხავ, რომ თბილისშიც საბერძნეთის მსგავსი თამაში გველის #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოსთან ხვალინდელ შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. შემდეგ კი მისი ხელძღვანელობით, „ფურია როხამ“ ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

ლუის ენრიკე: საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციაც არ გაგვაჩნია, შვედეთთან მისი ბოლო მატჩი ვნახე. გამოჩნდა, რომ ბურთის კონტროლს ცდილობს და დაცვაში კარგად თამაშობს. ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, არ გამოვრიცხავ, რომ საბერძნეთის მსგავსი თამაში გველის.

საქართველოს ნაკრებმა სტოკჰოლმში კარგი თამაში აჩვენა. არ გვგონია, რომ ხვალ ჩვენთვისაც იოლი მატჩი იყოს. საინტერესო შეხვედრა იქნება, ამიტომ ბრძოლა მოგვიწევს.

გულშემატკივრის სტადიონზე დაბრუნება სასიამოვნოა, 16 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბება. ჩემი ამ სტადიონთან დაკავშირებული მოგონებებიც სასიამოვნოა, თბილისში 2015 წლის ევროპის სუპერთასზე „ბარსელონამ“ მოიგო. ხვალ რთული მატჩი გველის, მაგრამ იმედია, მოვიგებთ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.