ლუის დე ლა ფუენტე - საქართველოს ნაკრებთან ასეთ მოგებაში დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსთან დიდი ანგარიში გამარჯვების შემდეგ (7:1) ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და განვლილ თამაშზე ისაუბრა.
„მქონდა თუ არა მოლოდინი, რომ ასეთი ანგარიშით მოვიგებდით? თავიდან ყოველთვის ძნელია, შედეგში დარწმუნებული იყო, მით უფრო ასეთ შედეგში. თუმცა პირველიდან ბოლო წუთამდე გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, რასაც დიდი შრომა და მოთამაშეთა ნიჭიერება ზურგს უმაგრებდა.
შედეგის მიუხედავად, მასპინძლები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ გვქონდა თავდაჯერებულობა და არ მოვდუნებულვართ. თუმცა საქართველოს ნაკრები, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საინტერესო გუნდია.
ჩვენაირ გუნდთან თამაში იოლი არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, გქონდეთ იმედი, რომ მომავალში უკეთეს ფეხბურთს და შედეგებს აჩვენებს“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.