„ლუდოგორეცის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამოს“ სუსტი დაცვა და უკეთესი შეტევა ჰყავს #1TVSPORT
„ლუდოგორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი დერმენჯიევმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, რა მოხდა, როდესაც გუნდმა მოულოდნელად გაუშვა გოლი და კაპიტნის, ანტონ ნედიალკოვის პრობლემაზეც ისაუბრა.
„რატომ შეჩერდა „ლუდოგორეცი“ ორი გოლის შემდეგ? ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი კარგად დავიწყეთ და, ბუნებრივია, გუნდი დამშვიდდა. ვფიქრობ, რომ 3:1 ასევე კარგი შედეგია.
„დინამოს“ გოლზე ჩვენმა ფეხბურთელებმა მოულოდნელად შეწყვიტეს თამაში, რატომ, ვერაფრით ვერ მივხდი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოვდუნდით. ჩვენ სეზონის პირველი მატჩი ჩავატარეთ, მათ კი – მესამე. ამის მიუხედავად, 100 პროცენტით მზად ვიყავით.
დღევანდელი ტაქტიკური ფორმაცია მეტოქე გუნდის მიხედვით შევარჩიეთ. ბათუმის „დინამოს“ უკეთესი შეტევა და სუსტი დაცვა ჰყავს, მაგრამ შემდეგ შეხვედრაში მოდუნება არ შეიძლება. ეს არ შედის ჩემს გათვლებში.
ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი თამაშებია, რომლებიც უნდა მოიგო. საწყენია, რომ ჩვენს კაპიტანს, ანტონ ნედიალკოვს პრობლემა შეექმნა, მას კუნთი დაეჭიმა და არ ვიცი, ბათუმში ითამაშებს თუ არა“, – განაცხადა გეორგი დერმენჯიევმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა „დინამოსა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შორის 17 ივლისს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.