ლუჩანო სპალეტის შემცვლელად ჯან პიერო გასპერინი განიხილება #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი, დიდი ალბათობით, „ნაპოლის“ დატოვებს. მის შემცვლელად ანტონიო კონტეს, რაფაელ ბენიტესის, ლუის ენრიკესა და ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურები განიხილებოდა, თუმცა, TuttoAtalanta-ს ინფორმაციით, პოსტს „ატალანტას“ მწვრთნელი დაიკავებს.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების მიღება „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მოუწევს. ეს ყველაფერი „პარტენოპეის“ თავს მაშინ ხდება, როცა კლუბის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის ბედი გაურკვეველია და „იუვენტუსი“ ყველაფერს აკეთებს, რათა ის გადაიბიროს.
RAI Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ჩირო ვენერატოც ამტკიცებს, რომ აურელიო დე ლაურენტისი სხვა კანდიდატებს აღარ განიხილავს და მან საბოლოოდ არჩევანი გასპერინიზე შეაჩერა.
ვენერატოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ იტალიელ სპეციალისტს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ის სეზონში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ გასპერინისთან ერთად „ნაპოლის“ სათამაშო სქემაც შეიცვლება და გუნდი 3-4-3 ფორმაციით ითამაშებს.