ლუჩანო სპალეტის ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი იწვევს, მათ შორის ერთ-ერთი „ტოტენჰემია“ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტის პრემიერლიგის სამი კლუბი იწვევს, მათ შორის ერთ-ერთი ლონდონის „ტოტენჰემია“, – ინფორმაციას რადიო Kiss Napoli ავრცელებს.
„ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობა მოუტანა და რამდენიმე უცხოური კლუბიც დააინტერესა. ინგლისის პრემიერლიგის სამი წარმომადგენელი მზადაა, სპალეტისთან მოლაპარაკება დაიწყოს.
სპალეტის კანდიდატურით დაინტერესებული ერთ-ერთი კლუბი ლონდონის „ტოტენჰემია“, თუმცა ყველაფერი მაინც აურელიო დე ლაურენტისის ხელშია. სეზონის ბოლოს მწვრთნელი და პრეზიდენტი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ.
ლუჩანო სპალეტი მშვიდადაა. ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნეაპოლის ცენტრში ცნობილ რესტორანში გაატარა დრო. ის რამდენიმე გულშემატკივარს შეხვდა, სიხარულით გადაიღო ფოტოები და ავტოგრაფები დაარიგა. ის მალე თავის საქმიანობას დაუბრუნდება და ახალი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას“, – წერს გამოცემა.