ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ისთვის გუნდის გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
იტალიელები კონტინენტის პირველობის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. სპალეტის გუნდი 4 ივნისს – თურქეთს, ხოლო 9 ივნისს ბოსნია და ჰერცეგოვინას შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიელები B ჯგუფში ალბანეთთან, ესპანეთსა და ხორვატიასთან ერთად მოხვდნენ.
იტალიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) ალექს მერეტი (ნაპოლი) ივან პროვედელი (ლაციო) გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი) ალესანდრო ბასტონი (ინტერი) რაულ ბელანოვა (ტორინო) ალესანდრო ბუონჯორნო (ტორინო) ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი) მატეო დარმიანი (ინტერი) ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი) ფედერიკო დიმარკო (ინტერი) ჯანლუკა მანჩინი (რომა) ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი) ბრაიან კრისტანტე (რომა) ნიკოლო ფაჯიოლი (იუვენტუსი) მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა) დავიდე ფრატეზი (ინტერი) ჟორჟინიო (არსენალი) ლორენცო პელეგრინი (რომა) სამუელე რიჩი (ტორინო)
შემტევები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი) სტეფან ელ შაარავი (რომა) რიკარდო ორსოლინი (ბოლონია) მატეო რეტეგი (ჯენოა) ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა) მატია ძაკანი (ლაციო)