ლუჩანო სპალეტი - ვისურვებ, „ნაპოლი“ იტალიელმა ჩაიბაროს, დე ლაურენტისმა საუკეთესოს არჩევა იცის #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ რიმინიში, იტალიის ფეხბურთის მწვრთნელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაზე „ნაპოლისა“ და მის შესაძლო შემცვლელზე ისაუბრა.
„სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ეტაპი გავიარეთ. იყო ბევრი მწვრთნელი, ვისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩემი თანამშრომლები გახდნენ. მე გამიმართლა, რომ დიდ ფეხბურთელებთან მიმუშავია და მშვენიერი მატჩები ჩავატარეთ.
ნეაპოლელებთან დაიბადა ის კავშირი, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. მთელი ჩემი დრო „ნაპოლის“ და ფეხბურთს მივუძღვენი. მე ვარ მწვრთნელი, რომელიც მთლიანად საქმის ერთგულია. ამ თვისებებმაც განაპირობა, რომ სკუდეტოს მოგება შევძლით. ეს იყო საუკეთესო ამბავი, რაც შეიძლებოდა ჩემი მწვრთნელობისას მომხდარიყო. შესაძლოა, ეროვნული ნაკრები ჩავიბარო? ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ენთუზიაზმი ნამდვილად არ მაკლია.
ვის ვისურვებდი „ნაპოლიში“ ჩემს მემკვიდრედ? ბევრ კარგ მწვრთნელს ვიცნობ, მაგრამ დე ლაურენტისმა („ნაპოლის“ პრეზიდენტი) აჩვენა, რომ მას შეუძლია საუკეთესო მწვრთნელების არჩევა. საუბარი იყო ვინჩენცო იტალიანოზე, სანამ „ფიორენტინაში“ მუშაობას არ დათანხმდა. საერთოდ, შესაძლოა, „ნაპოლისთვის“ ყველაზე სასურველი ვარიანტი იტალიელი სპეციალისტის დანიშვნა იყოს“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.