ლუჩანო სპალეტი - თითქმის სრულყოფილი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მიუხედავად იმისა, რომ განახლებული შემადგენლობით ვითამაშეთ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსთან“ მოგების შემდეგ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ დღეს თითქმის სრულყოფილი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რადგან ამ დონის შენარჩუნება ადვილი არ იყო. მაგრამ გუნდი მოედანზე განახლებული შემადგენლობით იყო და ყველა სათამაშოდ მზად აღმოჩნდა.
ეს მოთამაშეები იმსახურებენ აპლოდისმენტებს, რადგან საუკეთესოდ გამოიყენეს ის შანსი, რაც მათ დღეს მიეცათ. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად მოვახერხეთ.
არის თუ არა ახლანდელი „ნაპოლი“ საუკეთესო გუნდი, რომელიც ოდესმე მყოლია? არა, საბედნიეროდ, რამდენიმე ძლიერი გუნდი მყავდა, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა – მთვარია, რომ გუნდში სასურველი დამოკიდებულება, თანაგუნდელების დახმარების სურვილი და მეტოქეების დაფასებაა, რის შედეგადაც ლამაზი თამაში გამოგვდის.
დღეს ჩვენ ყველას უნდა მოვუხადოთ მადლობა, მათ შორის კიმს, რომ აქ არის. როდესაც ის გრძნობს საფრთხეს, ხდება ორმაგად სწრაფი, ორმაგად ძლიერი, ორმაგად მოტივირებული, მაგრამ ის დაცვის გარდა შეტევაშიც ერთვება.
იამაყებდა ამ გუნდით მარადონა? დიახ, ნამდვილად. ის ყოველთვის გუნდთანაა: გასახდელში გვაქვს ქანდაკება, შიგნით ბიჭები მასზე მღერიან“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.