ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელიას მთელი თამაში ხელით აჩერებდნენ #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში „კრემონეზესთან“ მოგებული მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 მოიგო.
„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „კრემონეზესთან“ პირველ ტაიმში მოიპოვა პენალტი, რომლითაც ნეაპოლელები დაწინაურდნენ. მატჩის მიწურულს კი კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და „ნაპოლის“ გასვლით მოგებაში დიდი როლი ითამაშა – 4:1.
სპალეტიმ კომენტარი გააკეთა მეტოქის მწვრთნელის, ალვინის განცხადებაზე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი საეჭვო იყო.
„ჩემთვის ეს მაშინვე ცხადი იყო, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო. კვარაცხელიას მთელი მატჩის განმავლობაში ხელებით აჩერებდნენ. ხვიჩა ამბობდა, რომ რაღაც ცუდი საქციელებით ცდილობდნენ მის გაჩერებას“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა გუნდის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მოთამაშეთა მოტივაცია დაასახელა.
„მე მაქვს განცდა, რომ გუნდი არასდროს კარგავს მოტივაციას. გუნდი, რომელიც, ყველაფერი კარგად რომ იყოს, მაინც მოსაგებად გადის და ამ მოტივაციას არ კარგავს“.