ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიას „აიაქსთან“ დაპირისპირებისთვის ამზადებს - „ნაპოლის“ შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს შეეჯიბროს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 4 ოქტომბერს „აიაქსის“ წინააღმდეგ ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას ითამაშებს – „იოჰან კრუიფ არენაზე“ A ჯგუფის მატჩისთვის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც ემზადება.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ „აიაქსთან“ გასვლით მატჩთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
„იმისთვის, რომ გახდე მნიშვნელოვანი გუნდი, უნდა მოიგო რთული მატჩები ისეთ სტადიონებზე, სადაც ჩვენ ვთამაშობთ. ამასთან, უნდა ვისიამოვნოთ კარგი შოუთი.
იტალიის ჩემპიონატში „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ გუნდში კარგი მდგომარეობაა. „ნაპოლის“ ახლა შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს შეეჯიბროს. ამის იმედს ვარჯიშზე ვხედავ, სადაც მოთამაშეები ყოველთვის სწორ დამოკიდებულებას ავლენენ.
რაც შეეხება „აიაქსს“, საკუთარ მოედანზე თავს კარგად გრძნობს და ევროპულ ფეხბურთს თამაშობს. მას ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან ასეთ დონეზე როგორ ითამაშონ.
რაც შეეხება შესაძლო ცვლილებებს – რამდენიმე მოთამაშე ძალიან კარგად თამაშობს. მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათ შეუძლიათ ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარონ. უკვე შემიძლია გითხრათ, რომ სიმეონე და რასპადორი ითამაშებენ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.