ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია „სალერნიტანასთან“ არ ითამაშებს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია „სალერნიტანასთან“ არ ითამაშებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს, რადგან ექიმმა ასე ურჩია.

„კვარაცხელია სალერნოში გასვლით მატჩზე არ წამოვა. დღეს მას სიცხე არ აქვს, მაგრამ ექიმი ჯერ კიდევ წამლებს უნიშნავს და მკურნალობს. „კრემონეზესთან“ წაგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ ეს გუნდის წევრების განწყობაზე არ ასახულა. ველოდები სწორ რეაგირეას იმ გუნდისგან, რომელსაც რთულ მატჩი ელის. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის ვიბრძვით და ერთი სული გვაქვს, როდის ვითამაშებთ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

„ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრას გასვლაზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.