ლუჩანო სპალეტი - „აიაქსთან“ პენალტის დამრტყმელად კვარაცხელია დავასახელე #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ხვალ, 16 ოქტომბერს იტალიის სერია A-ში მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც „დიეგო მარადონას სტადიონზე“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა შემადგენლობაზე ისაუბრა.
„ფორვარდების მენეჯმენტი მარტივია, მოედანზე 11 ფეხბურთელი გამოდის, მაგრამ შემადგენლობაში 24-25 მოთამაშეა. არის პოზიციები, სადაც აუცილებელია გქონდეს ცვლილების შესაძლებლობა – რასპადორი და სიმეონე რომ არ გვყოლოდა, ოსიმენის არყოფნის დროს საკმაოდ გაგვიჭირდებოდა.“
სპალეტიმ „აიაქსის“ წინააღმდეგ კვარაცხელიას პენალტის ეპიზოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თერთმეტმეტრიანის შემსრულებელი თამაშამდე ჰყავდა დასახელებული.
„თამაშის წინ დავასეხელე, რომ კვარაცხელია დაარტყამდა პენალტს. ოსიმენმა მას უბრალოდ ჰკითხა მზად იყო თუ არა შესასრულებლად. მეორე დღეს ოსიმენს ვკითხე, რატომ გაიხადა მაისური გოლის აღნიშვნის დროს, რაზეც პასუხი ვერ გამცა. ჩემი აზრით, ამის შემდეგ ჩვენი მოთამაშეები ასე აღარ მოიქცევიან.“
შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 23 ქულით (7 მოგება და 2 ფრე) ლიდერობს.