ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს და „ბებერ ქალბატონთან“ ერთად მიუნხენშიც იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ამის შესახებ მოჯიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩემი აზრით, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და რონალდო მიუნხენში იმყოფება“, – წერს იუვენტუსის ექს-გენდირექტორი, მოგვიანებით კი ერთ-ერთ იტალიურ ტელევიზიასთან კომენტარში ამატებს: „ასეთი მოსაზრება გამიჩნდა, მას შემდეგ რაც რამდენიმე მნიშვნელოვან პიროვნებას ვესაუბრე“.