ლოთარ მათეუსი - ძვირფასო ინგლისელებო, თქვენ ეს სულიერი ტრავმა დაიმსახურეთ #1TVSPORT
ევრო 2020-ის ფინალში იტალია ინგლისის დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში, უემბლის სტადიონზე პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:2 ).
ინგლისელმა ფანებმა მარცხი მტკივნეულად განიცადეს, რასაც არეულობა, ჩხუბი და რასობრივი დისკრიმინაციის ტალღა მოჰყვა. მდგომარეობის განსამუხტად საქმეში აქტიურად ჩაერთო ბრიტანული პოლიცია და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც კი.
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ინგლისელ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა:
„ 1/8 ფინალში, როცა ჩვენ ინგლისელებს ვეთამაშებოდით, მათი ფანები აგრესიულად მოექცნენ პატარა გოგონას, რომელსაც გერმანიის ნაკრების ფორმა ეცვა. ინგლისელი გულშემატკივრები სტვენით ახშობდნენ მეტოქე გუნდების ეროვნულ ჰიმნებს. დანიის ნაკრების მეკარეს, კასპერ შმეიხელს პენალტის დროს სახეში ლაზერი მიანათეს. დაამატეთ ამას რასობრივი დისკრიმინაცია და ძალადობა!
ძვირფასო ინგლისელებო, ეს იყო იყო არასპორტული საქციელი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ფინალში ეს სულიერი ტრავმა დაიმსახურეთ“, – მიაჩნია ლოთარ მათეუსს.