ლოს ანჯელესური დერბი „ლეიკერსის“ გამარჯვებით დასრულდა - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია განახლდა (ვიდეო)
ორლანდოში განახლდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი. პირველივე დღეს კალათბურთის მოყვარულებმა სუპერ მატჩი იხილეს. ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა უაღრესად დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გახდა ცნობილი. გადამწყვეტი ტყორცნა მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა განახორციელა. „მეფემ“ შეხვედრა 16 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა. ფრენკ ფოგელის გუნდში ყველაზე შედეგიანი 34 ქულითა და 8 მოხსნით ენტონი დევისი გამოდგა. კაელ კუზმამ მატჩი 16 ქულით დაასრულა.
„კლიპერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 30 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. კავაი ლეონარდმა 28 ქულა დააგროვა.
ნიუ ორლეანი – იუტა 104-106