ლოს ანჯელესში დააკავეს მამაკაცი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 28 ყალბი ბეჭდით
ლოს ანჯელესის აეროპორტში დააკავეს ადამიანი, რომელიც ჩინეთიდან ამერიკაში ჩავიდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 28 ყალბი საჩემპიონო ბეჭდით.
იუველირული ნაკეთობები ხის ყუთში ინახებოდა და არიზონაში უნდა ჩაეტანათ. ბეჭდები ნამდვილი რომ ყოფილიყო, ამ კოლექციის საერთო ღირებულება იქნებოდა 550 ათასი დოლარი.
„ენ ბის სი ნიუს“-ს (NBC News) მიაჩნია, რომ ბეჭდების გაყალბება არღვევს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის და ლიგის გუნდების უფლებებს.