ლოს ანჯელესის მერი ერიკ გარკეტი ქალაქს „კლიპერსის ქალაქს“ უწოდებს [ვიდეო]
15:56, 10.05.2019
უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსი საკმაოდ რთულ და გაუგებარ მდგომარეობაშია.
გუნდი დატოვეს მეჯიქ ჯონსონმა და ლუკ ვოლტონმა. სულ უფრო აქტიურად მიდის საუბრები ლებრონ ჯეიმსის შესაძლოა გაცვლასთან დაკავშირებით. გუნდის ხელმძღვანელობამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ტაირონ ლუსთან და ამ დროისთვის ახალი თავკაცის ძიებაშია.
ლოს აჯელესის მერმა ერიკ გარკეტიმ, რომელიც ლეიკერსის ცნობილი ფანია, „თი ემ ზისთან“ (TMZ) საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ლოს ანჯელესის საუკეთესო გუნდი „კლიპერსია“.
„ამჟამად ეს „კლიპერსის“ ქალაქია, მე დავრჩები „ლეიკერსის“ ფანი სიკვდილამდე, თუმცა მიუხედავად ამისა მე მიყვარს „კლიპერსი“, მე ეს გუნდი არ მძულს. მე უბრალოდ მუდამ ლეიკერსის ფანი ვარ“, – განაცხადა ლოს ანჯელესის მერმა.