„ლოს ანჯელესი“ MLS-ის ჩემპიონი გახდა, გარეტ ბეილმა 128-ე წუთზე თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
„მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) ფინალური მატჩი გაიმართა „ლოს ანჯელესსა“ და „ფილადელფია უნიონს“ შორის. შეხვედრა „ლოს ანჯელესმა“ პენალტების სერიაში მოიგო.
ძირითად დროში მეტოქეებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს: „ლოს ანჯელესის“ მხრიდან თავი გამოიჩინეს კელინ აკოსტამ და ხესუს მურილიომ, „ფილადელფიადან“ – დანიელ გაზდაგმა და ჯეკ ელიოტმა.
დამატებით დროში 116-ე წუთზე „ლოს ანჯელესი“ უმცირესობაში დარჩა მეკარე მაქსიმ კრეპოს გაძევების შემდეგ, რვა წუთში კი „ფილადელფია“ ჯეკ ელიოტმა დააწინაურა. 128-ე წუთზე „ლოს ანჯელესის“ უელსელმა ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა შეხვედრა პენალტების სერიაში გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ბეილი 97-ე წუთზე შევიდა თამაშში.
11-მეტრიანების სერიაში „ფილადელფიამ“ ვერც ერთი პენალტი ვერ გაიტანა, „ლოს ანჯელესმა“ კი ოთხიდან სამი და 3:0 მოიგო, რითაც თავის ისტორიაში პირველად გახდა MLS-ის ჩემპიონი.