„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მოულოდნელი მარცხი „ბრუკლინთან“ (ვიდეო)

„მილუოკისთან“ და „კლიპერსთან“ მოპოვებული ორი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ მოულოდნელად „სტეიპლს ცენტრში“ „ბრუკლინთან“ წააგო (102-104)

შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ნეთსმა“ 31-22 მოიგო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ბრუკლინელთა შორის საუკეთესო სპენსერ დინვიდი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. 22 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს კარის ლევერმა.

„ლეიკერსის“ რიგებში 29 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა. ენტონი დევისმა 26 ქულა მიითვალა, თუმცა ეს ლოს ანჯელესელებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ.

მარცხის მიუხედავად „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციას 49 მოგებითა და 14 მარცხით კვლავ ლიდერობს.

ინდიანა – ბოსტონი 111-114

ვაშინგტონი – ნიუ იორკი 122-115

ჩიკაგო – კლივლენდი 108-103

ჰიუსტონი – მინესოტა 117-111

მემფისი – ორლანდო 115-120

სან ანტონიო – დალასი 119-109

პორტლენდი – ფინიქსი 121-105

გოლდენ სტეიტი – კლიპერსი 107-131