„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ცენტრის ძიებაშია. მოგეხსენებათ, რომ გუნდის ახალწვეულმა დემარკუს ქაზენსმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და „ლიკერსს“ დიდი ხნით დაემშვიდობა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გუნდში მისი შემცვლელის მოძებნა. ამერიკული მედია ბევრ სავარაუდო კანდიდატზე საუბრობს. სხვათა შორის, ბევრი წყარო ერთერთ ვარიანტად ზაზას ფაჩულიასაც კი განიხილავს.
„სპორტს ილუსთრეითედის“ (Sports Illustrated) ჟურნალისტი როჰან ნადკარნი იუწყება, რომ „ლეიკერსში“ აქტიურად განიხილება დვაიტ ჰოვარდის კანდიდატურა. ამჟამად ჰოვარდი „მემფისში“ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დვაიტს უკვე აქვს ნათამაშები ლოს ანჯელესური კლუბის შემადგენლობაში. 2012-13 წლების სეზონზე მისი საშუალო მონაგარი 17.1 ქულა და 12.4 მოხსნა იყო.