ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ ჩემპიონია - ფინალური სერიის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) ლებრონ ჯეიმსი დასახელდა (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული „ლეიკერსი“ გახდა. ლოს ანჯელესელებმა ფინალურ სერიაში „მაიამი“ ჰიტი 4-2 დაამარცხეს და ისტორიის განმავლობაში მეჩვიდმეტედ მოიპოვეს ჩემპიონის თასი. ამ მაჩვენებლით „ლეიკერსი“ „ბოსტონს“ გაუთანაბრდა.
სერიის რიგით მე-6 შეხვედრა ლოს ანჯელესელების სრული უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ მატჩი „ლეიკერსმა“ 106-93 მოიგო. ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 პასით მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. „მეფე“ ფინალური სერიის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ენტონი დევისმა 19 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე 19 ქულა ჰქონდა რაჟან რონდოს.