ამერიკული საფეხბურთო ლიგის „ემელესის“ (MLS) კლუბი „ლოს ანჯელეს გელაქსი“ თავის ყოფილ ნახევარმცველს, დევიდ ბექჰემს უკვდავყოფს. საკლუბო სტადიონთან ახლოს, ინგლისელი ფეხბურთელის ქანდაკებას დადგამენ. ცერემონიას თავად ბექჰემიც დაესწრება, – იტყობინება „იესპიენი“ (ESPN).
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა MLS-ის კლუბი ფეხბურთელს ქანდაკებას დაუდგამს.
კალიფორნიული კლუბის რიგებში ბექჰემმა ხუთი წელი ითამაშა, კლუბთან ერთად ორჯერ მოიგო MLS-ის ჩემპიონატი, ერთხელ კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღვნიშნავთ, რომ ბრიტანელი კლუბ „ინტერ მაიამის“ პრეზიდენტია, რომელსაც წელს MLS-ში დებიუტი ექნება.