„ლოს ანჯელეს გელაქსი“ დაინტერესებულია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის შეძენით. ამის შესახებ დაწერა MLS-ის ოფიციალურმა გვერდმა „რადიო კონტინენტალზე“ დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ამერიკული კლუბის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს წინასწარი მოლაპარაკებები ფეხბურთელის მამასთან. „გელაქსი“ აპირებს „ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელის გაფორმებას და ამით შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეცვლას, რომელიც „მილანში“ გადავიდა სათამაშოდ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესიმ შეიძლება დატოვოს „ბარსელონა“ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო. არგენტინელმა გაიფუჭა ურთიერთობა კატალონელთა სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალთან. ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლუბს დაქირავებული ჰყავდა კომპანია, რომელსაც დავალებული ჰქონდა 32 წლის არგენტინელის სოციალურ ქსელებში კრიტიკა.