მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა, შესაძლოა, კარიერა ოკეანის გაღმა „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) გააგრძელოს. „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე.
უელსელი გასულ სეზონში „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ დაბრუნდა და ლონდონურ კლუბში ერთი წელი იჯარით გაატარა. ირკვევა, რომ „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბეილზე იმედებს აღარ ამყარებს.
ნახევარმცველის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბეილი ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ დაასრულებს კარიერას.