ლორთქიფანიძემ „პადოვაში” სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა
დათო ლორთქიფანიძემ სერია „ბ“-ს გუნდში სადებიუტო შეხვედრა გამართა – „საბურთალოს“ აკადემიის 17 წლის აღზრდილმა სერია „ბ“-ს ბინადარ „პადოვაში“ პირველი მატჩი „უდინეზესთან“ ჩაატარა.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე ბოლო 12 წუთი გამოჩნდა „უდინეზეს“ წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც მეტოქის გამარჯვებით (1:0) დასრულდა.
დავით ლორთქიფანიძე „პადოვას“ პრიმავერაში (ახალგაზრდული გუნდი) თამაშობდა, თუმცა ახლა პირველ გუნდთან ერთად „ვერონასთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც 20 იანვარს ჩატარდება.
2001 წელს დაბადებული ლორთქიფანიძე იტალიაში 2015 წლიდან თამაშობს. გიორგი ნემსაძე მას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იწვევდა. იტალიაში ბოლოს „ატალანტას“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, პარალელურად კი მოყვარულთა გუნდ „ვალგობიაში“ გამოდიოდა, რათა იტალიაში პროფესიულ დონეზე თამაშის უფლება მოეპოვებინა. „პადოვასთან“ პროფესიული კონტრაქტი კი სექტემბრამდე ოფციონის წესით (3+1 სისტემით) გააფორმა.