ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში პირველად მოხვდა - დაჩიმ, შესაძლოა, დღეს „კატანძაროსთან“ ითამაშოს #1TVSPORT
ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში პირველად მოხვდა - დაჩიმ, შესაძლოა, დღეს „კატანძაროსთან“ ითამაშოს #1TVSPORT

დაჩი ლორთქიფანიძე პირველად მოხვდა „კრემონეზეს“ სამატჩო განაცხადში, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„კრემონეზე“ სერია B-ს მორიგ შეხვედრას 20 სექტემბერს, „კატანძაროს“ წინააღმდეგ გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ მოთამაშეთა სია დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ მთავარ გუნდში 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გამოიძახა.

დაჩი ლორთქიფანიძე, 10 წელია, იტალიაში ვარჯიშობს და „კრემონეზეს“ სარეზერვო გუნდის კაპიტანია. მან წელს მთავარ გუნდთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და არის შანსი, რომ იტალიურ კლუბში ოფიციალური მატჩი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩაატაროს.

კრემონელებს რამდენიმე მოთამაშე დააკლდებათ – ბუონაიუტოს, ჩეკერინის და რავანელის კუნთების პრობლემები აწუხებთ, ბონაცოლიც ტრავმირებულია, ნასტის და მაიერის შეხვედრის გამოტოვება გრიპის გამო მოუწევთ. თამაშს ლუკა ლოჩოშვილიც გამოტოვებს, რადგან საქართველოს ნაკრების მცველი დისკვალიფიცირებულია.

„კრემონეზე“ სერია B-ს მეექვსე ტურში „კატანძაროს“ გასვლაზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 სექტემბერს, 22:30 საათზე დაიწყება.