ლორიამ პენალტი მოიგერია, „ანორთოსისი“ თასისთვის ბრძოლას აგრძელებს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ლორია გახდა „ანორთოსისის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი კვიპროსის თასის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში პარალიმნისენოსისთან“, რომელიც ფამაგუსტელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.

გიორგი ლორიამ თამაში შეუცვლელად ჩაატარა. ფამაგუსტას გუნდს ტრავმის შემდეგ ავთო ებრალიძეც დაუბრუნდა. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. გიორგიმ ამაშიც თავისი როლი ითამაშა, რადგან გუნდი 120-ე წუთზე გადაარჩინა.

პენალტების სერიაში ებრალიძემაც დაარტყა, მეკარემ ბურთი აიღო, მაგრამ ხელიდან გაუვარდა და კარში აღმოჩნდა. ქართველმა მეკარემ ავსტრიელი ალეკსანდარ ვუჩენოვიჩის მეორე დარტყმა მოიგერია, მესამე პენალტის დროს კი არგენტინელმა ადრიან ლუჩერომ ბურთი ძელს მოარტყა და „ანორთოსისმა“ 4:3 მოიგო.

კვიპროსის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს „აპოელიც“, რომელმაც ლიმასოლის „არისი“ 4:1 დაამარცხა, გიორგი ქვილითაიამ კი დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.