ლორია ტრავმირებულია, ებრალიძეს არ უთამაშია - „ანორთოსისი“ „კარმიოტისას“ დაუზავდა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისი“ „კარმიოტისას“ ქართველი ლეგიონერების გარეშე დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:0 დაასრულა.
გასავარდნ ჯგუფში 32-ე ტურის მატჩში ავთო ებრალიძე „ანორთოსისის“ სათადარიგოებში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო გიორგი ლორია ტრავმირებულია და წინასწარ გახლდათ ცნობილი, რომ მას მესამე მეკარე (მეორე მეკარეც დაშავებულია) ნეოფიტოს მიხაილი შეცვლიდა.
ტურის შეხვედრას 23 აპრილს გამართავს ქართული სამეულის (ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი, გიორგი ქვილითაია) „აპოელი“ – გუნდი, რომელიც მეორე პოზიციაზეა (62 ქულა), უშუალო კონკურენტს, „არისს“ (63 ქულა) ესტუმრება და შესაძლოა, ამ დაპირისპირებამ ჩემპიონის ბედიც გადაწყვიტოს.
მანამდე, 21 აპრილს ლევან ხარაბაძის „პაფოსი“ ითამაშებს – მეოთხეადგილოსანი (55 ქულა) გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მოქმედ ჩემპიონს, „აპოლონს“ ესტუმრება.