გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში ისევ გამოარჩიეს – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ ჯილდო სექტემბრში ჩემპიონატის საუკეთესო სეივისთვის მიიღო.
33 წლის ქართველმა მეკარემ კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში „პაფოსთან“ შეხვედრის 71-ე წუთზე რთული დარტყმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. ეს ნახტომი (სეივი) Stoiximan Top Save-ს საუკეთესოთა ნომინაციაში მოხვდა.
გამოკითხვა კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარემ ხმების 37% მიიღო და Stoiximan Top Save-ს ჯილდოს მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო სეივისთვის დაწესებული პრიზი მოიპოვა.