ლორია კარში, ებრალიძე შეტევაში - „ანორთოსისმა“ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ლორია კარში, ებრალიძე შეტევაში - „ანორთოსისმა“ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატი დაიწყო და „ანორთოსისის“ ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი მატჩები ჩაატარეს, რომელშიც ფამაგუსტას გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე, რომელიც 89-ე წუთზე შეცვალეს.

სწორედ ებრალიძე იყო „ანორთოსისში“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პირველ ტაიმში, პირველის სახიფათო მომენტი სწორედ მან შექმნა (მე-19 წუთზე), მაგრამ ბოლო ფაზაში კარის აღება ვერ მოახერხა. 45-ე წუთზე კი ჟონელ დეზირემ მასპინძლები დააწინაურა და „ოლიმპიაკოსმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში „ანორთოსისი“ უკეთ ათამაშდა და 53-ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი დაწინაურდა. ორივე შემთხვევაში თავი ჩადელმა თავდამსხმელმა კაზიმირ ნინგამ გამოიჩინა და საბოლოოდ, „ანორთოსისს“ სეზონის სტარტზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 1:2.