ლორია ისევ "კრილია სოვეტოვში" ითამაშებს
ლორია ისევ "კრილია სოვეტოვში" ითამაშებს

გიორგი ლორია სამარის “კრილია სოვეტოვში” ითამაშებს – ამის შესახებ სამარელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ტიხონოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

32 წლის საქართველოს ნაკრების მეკარე კლუბს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ლორია “კრილია სოვეტოვში” 2015-2017 წლებში გამოდიოდა, მაგრამ გუნდი წინა სეზონში რუსეთის ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (პირველი დივიზიონი) დაქვეითდა და რამდენიმე მოთამაშე იჯარით გაუშვეს, რადგან რანგით მეორე ლიგაში ლეგიონერების თამაშზე მკაცრი ლიმიტია. ასე აღმოჩნდა ლორია მახაჩყალის “ანჟიში”.

მიუხედავად ტრავმებისა, გიორგი მაინც დაღესტნის გუნდის მთავარი მეკარე გახდა. თუმცა, გასულ სეზონი “ანჟისთვის” წარუმატებელი გამოდგა და რუსეთის პრემიერლიგაში ადგილი დაკარგა. სამარის “კრილია სოვეტოვმა” კი პირველი დივიზიონში მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მეორე ადგილზე გავიდა და კვლავ რუსული ფეხბურთის ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლორია პირველი მოთამაშეა, რომელიც პრემიერლიგაში დაბრუნებულმა სამარულ კლუბმა დაიმატა.