„არსენალის“ ყოფილმა მცველმა ლორან კოშელნიმ კარიერა დაასრულა.
მისი ბოლო კლუბი იყო „ბორდო“, რომელიც იანვრის ბოლოს დატოვა. მანამდე ვეტერანი მეორე შემადგენლობაში გადაიყვანეს, რადგან ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი ვერ უმკლავდებოდა კაპიტნის როლს და არ შეესაბამებოდა მოსალოდნელ დონეს.
მოგვიანებით, „ბორდოს“ ფანებმა კოშელნი რასიზმში დაადანაშაულეს. ფრანგი კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, მაგრამ, საბოლოოდ, გაწყვიტა კონტრაქტი და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
კოშელნიმ 2019 წელს „ბორდოში“ გადასვლამდე ცხრა სეზონი „არსენალში“ გაატარა. საფრანგეთის ნაკრებში მან 51 მატჩი ჩაატარა.