ლოპეტეგის აშშ-ის ნაკრებში იწვევენ
ლოპეტეგის აშშ-ის ნაკრებში იწვევენ

ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილ მწვრთნელთან, ხულიენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც გამომცემლობა Sports Illustrated წერს, ესპანელი სპეციალისტი აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება.

როგორც ირკვევა, ლოპეტეგიც დაინტერესებული ყოფილა ოკეანის გაღმა მუშაობით და უახლოეს დღეებში ამერიკაში კონტრაქტის დეტალების განსახილველად გაემგზავრება.

ჯერჯერობით, აშშ-ის ნაკრებს სრულფასოვანი მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს და ამ მოვალეობებს დროებით დეივ სარაჩანი ასრულებს, რომლის ხელმძღვანელობითაც ამერიკელებმა მოიგეს სამი მატჩი, წააგეს ხუთი და სამჯერ ფრედ ითამაშეს.