ლონზო, ლამელო და ლიანჯელო ბოლები ჯეი ზის სპორტულ სააგენტოსთან ითანამშრომლებენ
„ROC NATION Sports“ ცნობილი რეპერის, პროდიუსერის და ბიზნესმენის ჯეი ზის სპორტული მენეჯმენტის სააგენტოა. ბოლების ოჯახი თანამშრომლობას სწორედ ამ სააგენტოსთან იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას, „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ჯონათან ჯივონი ავრცელებს. ლონზო ბოლი უკვე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში, „ნიუ ორლეან პელიკანსში“ ასპარეზობს. ლამელო ბოლი ამჟამად ფეხის ტრავმას მკურნალობს და 2020 წლის დრაფტისთვის ემზადება. ლიანჯელო კი „ოკლაჰომა სიტის“ ღირსებას ჯი ლიგაში იცავს.
„ეს იყო ოჯახის საერთო გადაწყვეტილება. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელსაც ჯეი ზისთან ერთად განვახორციელებთ. ეს თანამშრომლობა რაღაც სულ ახალს შექმნის.“ – განაცხადა „ი-ეს-პი-ენ“-თან საუბრისას ლამელოს აგენტმა – ჯერმეინ ჯექსონმა.