იმ შემთხვევაში, თუ ლეიკერსი მოახერხებს 2019 წლის 7 თებერვლამდე (გაცვლის უკანსკნელი თარიღი ზამთარში) ენტონი დევისის ლოს-ანჯელესში გადაყვანას, ამ შემთხვევაში კალიფორნიულ გუნდს ლონზო ბოლთან, ივიცა ზუბაცთან და კაელ კუზმასთან დამშვიდობება მოუწევს.
ლეიკერსის გამთამაშებელს, როგორც ირკვევა, ნიუ-ორლეანს პელიკანსში თამაში არ სურს. ამის შესახებ ამერიკელი ჟურნალისტი შამს კარანია წერს.